ახალციხის რაბათი – ისტორიული არქიტექტურის მეტამორფოზა

ბოლო პერიოდში, ფართოდ გაშლილმა და გამალებული ტემპით მიმდინარე კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო მასშტაბურმა სამუშაოებმა არა მხოლოდ  ისტორიულ ქალაქებს უცვალა სახე, ის შეეხო შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლებსაც. ამ პროცესში საოცარი მეტამორფოზა განიცადა ახალციხის რაბათმაც.

2010
2010
2012
2012

ეს მძლავრი ციხესიმაგრე, რომლის ზღუდის მაღალი კედლები მდინარე ფოცხოვის ნაპირზე ამოზიდულ მთის წვერსა და კალთებზე შვიდ ჰექტრამდე ფართობს შემოფარგლავს, განსხვავებული ფუნქციის და მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების, შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება.

2010
2010
2012
2012

სავარაუდო ძველი ლომსია, მნიშვნელოვანი სასიმაგრო კომპლექსი, რომელიც მთელი არსებობის მანძილზე ინტენსიური ცხოვრების  ასპარეზს წარმოადგენდა, საქართველოს სხვა ციხეთა მსგავსად, არაერთგზის დანგრეული და განახლებული კედელ-ბურჯებით, კოშკებით და სხვადასხვა ნაგებობებით, რეალური წარსულის კონკრეტულ პერიოდებს ხდიდა თვალსაჩინოს. XII საუკუნეში განახლებული და ახალციხედ წოდებული, თამარის ხანის ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების შალვა და ივანე ახალციხლების სამფლობელო, შემდგომ – XIV-XVII სს-ში  სამცხის ათაბაგ ჯაყელთა რეზიდენციად რჩებოდა, ამ დროიდან კი, – ოსმალთა ხელში გადასული – ახალციხის საფაშოს ცენტრს წარმოადგენდა, რომლის მცველი იანიჩრები და თოფჩიები XIX ს-ში რუსის ჯარმა შეცვალა. უნდა ითქვას, რომ ციხესიმაგრის დაქვემდებარების რადიკალურ ცვლილებების მიუხედავად ქართული კვალის დომინანტობა აქ არ  წაშლილა.

2010
2010
2012
2012

მთელი ტერიტორიის შემომსაზღვრელი კედელ-ბურჯები, ციტადელი ციხე-დარბაზით, დარბაზული ეკლესია კარიბჭე-სამრეკლოთი, მეჩეთი და მედრესე, გალავანსგარეთ – დასავლეთით არსებულ ხევზე გადაყვანილი შესანიშნავი პროპორციის თაღებზე გამართული ვიადუკი, თუ ციხის ზედა კარიბჭის სიახლოვეს აღმართული, აგურით ნაშენი წახნაგოვანი მინარეთი, ცხადად ასახავს და აცოცხლებს XIV-XVIII სს-ების რთული და ბობოქარი ისტორიის  ეტაპებს. ამას გარდა, რეაბილიტაციამდე მის ტერიტორიაზე მრავლად იყო რუსეთის იმპერიის ჯარის მიერ ციხის დაკავების შემდგომ, XIX ს-ში  აგებული სხვადასხვა ფუნქციის შენობები, რომელთა დიდი ნაწილი ქვედა ციხეში იყო თავმოყრილი.

2010. მუზეუმის ძველი შენობა
2010. მუზეუმის ძველი შენობა
2012. ტერიტორია დღეს.
2012. ტერიტორია დღეს.

ჩვენამდე ახალციხის რაბათმა დანაკარგებით მოაღწია. XX ს-ის 80-იან წლებში, ძეგლთა დაცვის სამმართველო აქ, ზედა ციხის ცალკეულ ნაწილებზე და მის ტერიტორიაზე განლაგებულ  მეჩეთსა და მედრესეზე გარკვეული შუალედებით ატარებდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. ქვედა ციხის ტერიტორიაზე XX ს-ის ბოლომდე რჩებოდა სამხედრო ნაწილი და შესვლა შეზღუდული იყო, რის გამოც აქ განლაგებული ნაგებობების შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობდა.

2010. ციხის ზედა კარიბჭე შიგნიდან
2010. ციხის ზედა კარიბჭე შიგნიდან
2012. ციხის ზედა კარიბჭე გარედან.
2012. ციხის ზედა კარიბჭე გარედან.

გასულ წელს, ახალციხის სასიმაგრო ხუროთმოძღვრული კომპლექსის რეაბილიტაცია ისე დაიწყო, რომ არ დამუშავებულა კონსერვაციის გეგმა, სადაც თავს მოიყრიდა სრული გრაფიკული და კვლევითი ინფორმაცია, რომელშიც უტყუარად იქნებოდა განსაზღვრული დასაცავი ფასეულობები და  იქცეოდა სახელმძღვანელო დოკუმენტად. მხსვილმასშტაბიანი სამუშაოები ელვისებურად წარიმართა და ერთ წელიწადში კომპლექსის ისტორიულად ჩამოყალიბებული სახის მთლიანი გადასხვაფერება გამოიწვია. ახირებული კონცეფცია (თუკი ის საერთოდ იყო დამუშავებული იყო და არსებობდა), ან იდეა ახალციხის რაბათის მოსალოდნელი გარდასახვის შესახებ, არც ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს სამეცნიერო-მეთოდურ საბჭოსთან ყოფილა წინასწარ შეთანხმებული და არც ამ სფეროს წარმომადგენელთა უფრო ფართო წრისთვის.

2010. მეჩეთი
2010. მეჩეთი
2012
2012

თავისუფალმა რეკონსტრუქციამ,  ციტადელისა  და ზღუდის კედლების სიმაღლის აწევამ, მთელ პერიმეტრზე ქონგურების შემოყოლებამ შუა საუკუნეების სიმაგრის საერთო სურათს ისტორიული დამაჯერებლობა დაუკარგა. ამას დაემატა ტერიტორიის პირწმინდად გასუფთავება XIX ს-ის სამშენებლო პერიოდისგან, სადაც, სავარაუდოდ, ჰოსპიტლის, ყაზარმებისა და სხვა დანიშნულების ნაგებობებს შორის, თბილისსა, თუ დუშეთში ამავე ფუნქციის მრავლად შემორჩენილ ნიმუშთა მსგავსად, უეჭველად იქნებოდა არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულების მქონე ნაგებობები, რომელთა ინვენტარიზაცია და შეფასება არც უფიქრიათ, ისე გაანადგურეს.

2010. მუზეუმი და მიმდებარე ისტორიული ნაგებობა.
2010. მუზეუმი და მიმდებარე ისტორიული ნაგებობა.
2012. ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ
2012. ტერიტორია რეაბილიტაციის შემდეგ

რეაბილიტაციის შედეგად ციხის ფართობი მჭიდროდ განაშენიანდა ახალი, ფსევდომავრიტანული ფორმების მქონე პავილიონებით და გალერეებით, ხიდებით, გუმბათიანი მოცულობებით, ამფითეატრით, გადასასვლელებით და აურაცხელი აუზებით აღჭურვილი  უფუნქციო ნაგებობებით. რეაბილიტაციის ორომტრიალში ისე, როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლაც არ გახსენებიათ, თორემ სადმე მოუკირწყლავი რელიეფის დატოვება, გამოვლენილი კულტურული ფენის კვალზე მინიშნება, ან  განათხარი კედლების თუნდაც მცირე ფრაგმენტის ექსპონირება და სიძველის ჩვენება, ბევრად გაამდიდრებდა სურათს.

2010. ციტადელი, ფრაგმენტი
2010. ციტადელი, ფრაგმენტი
2012. ციტადელი, ფრაგმენტი
2012. ციტადელი, ფრაგმენტი

ახალციხის რაბათის სახე, რომელსაც ქართული  ხუროთმოძღვრების, ოსმალური და რუსული  პერიოდის ნაგებობების ერთობლიობა აყალიბებდა,  რომლის ნამდვილი არქიტექტურა ნამდვილ ისტორიას აცოცხლებდა, რეაბილიტაციის შედეგად სრულიად შეიცვალა და გამრუდდა. XIX ს-ის რუსული კვალი საერთოდ მოისპო, ხოლო ისლამური არქიტექტურის წილმა ზედმეტად წამოიწია წინ; ჭარბად დახვავებულ, უმეტესად უფუნქციო ახალ ნაგებობებში აშკარა  იმიტაციამ გამოჟონა, თუმცა მიბაძვის ობიექტის შერჩევისას ვექტორი დროსაც ასცდა და მისამართსაც: უცნაურია, რომ შთაგონების წყაროდ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული, მავრიტანული კულტურის შესანიშნავი ძეგლი, არაბი არქიტექტორების ქმნილება – ალჰამბრა იქცა  (ისიც პარადოქსია, რომ ამავე ნუსხის ჩვენს შედევრს – ბაგრატის ტაძარს მოვლა-პატრონობის შეუსაბამო მეთოდოლოგიის გამოყენების გამო სიიდან ამოღების საფრთხე შეექმნა). ცხოველხატული რელიეფი მიიჩქმალა და მთლიანად შეიმოსა ქვის მოპირკეთებით.

2010. ციტადელი, საერთო ხედი
2010. ციტადელი, საერთო ხედი
2012. ციტადელი, საერთო ხედი
2012. ციტადელი, საერთო ხედი

ახალ, გამოგონილ არქიტექტურულ მოცულობებში ჩაიკარგა მეჩეთისა და მედრესეს შესანიშნავი არქიტექტურა. სიჩქარეში სათანადო დრო არ დაეთმო მედრესეს მეორე სართულის კუთხის სათავსების სფერული კამარების საგულისხმო წყობას და ჩანს, მისი ადვილად მოწესრიგების გამო ნალესობის ქვეშ მოექცა, ხოლო მეჩეთის გუმბათი მეტი პომპეზურობის მინიჭების მიზნით ოქროსფერი ლითონით დაიბურა. საქართველოსა და თურქეთის კულტურის სამინისტროების მიერ დაგეგმილი ერთობლივი ქართულ-თურქული სამწლიანი, მრავალპუნქტიანი პროექტის ჩიხში შესვლის გამო, რაბათზე მიმდინარე სამუშაოებში არ მოხდა თურქი სპეციალისტების ჩართვა; აქვე უნდა ითქვას, რომ რეაბილიტირებული მეჩეთის გუმბათის გადახურვის ახლებური გადაწყვეტა მათ მიერ უარყოფითად და შეუსაბამოდ შეფასდა.

2010. მედრესეს მიმდებარე ტერიტორია
2010. მედრესეს მიმდებარე ტერიტორია
2012. მედრესეს მიმდებარე ტერიტორია
2012. მედრესეს მიმდებარე ტერიტორია

გამალებული ტემპით მუშაობას უნდა გამოეწვია აგრეთვე, წმინდა მარინეს ეკლესიის კარიბჭე-სამრეკლოს მეორე სართულის შემორჩენილ ნაწილში არსებული დახვეწილი თაღების ფორმის სახეცვლა რესტავრირებულ ნაწილებში.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მუზეუმის ახალი შენობის  არქიტექტურა, რომელშიც ადგილობრივი ბანური გადახურვის ტრადიცია  შემოქმედებითად არის გადამუშავებული და ჩამოყალიბებული, თემის  თანამედროვე  საყურადღებო გადაწყვეტას იძლევა, კარგად ითავსებს ფუნქციას და ამავე დროს ორგანულად, ბუნებრივად ეწერება გარემოში.

2010. მედრესე
2010. მედრესე
2012. მედრესე
2012. მედრესე

ინტერნეტგამოცემებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კომპლექსის რეაბილიტაციაზე 26 მილიონი ლარი დაიხარჯა და მას ყოველდღე 1500-დე ადამიანი სტუმრობს, რაც ციხის დირექტორის ნოდარ გოროხოვის აზრით ასეთი დიდი ინტერესი ობიექტის ისტორიულობით აიხსნება.  ჩვენი აზრით, კი, მნახველთა მოზიდვა ისტორიულობის გაფლანგვის ხარჯზე მოხდა.

2010. ვიადუკი
2010. ვიადუკი

არაერთხელ მოგვიწევს ბოლოდროინდელი რეაბილიტაციის შედეგების შეფასება, რომლის პროცესში კულტურული მემკვიდრეობის ესა, თუ ის ნიმუში უკანმოუბრუნებლად სრულად დაიკარგა, ან მისი განუმეორებელი ხასიათი და თავისებურება გაქრა. ჩვენთვის, ვინც მოასწრო ამ კარგად ნაცნობი და ახლობელი ნაგებობის, თუ მათი ერთობლიობით შექმნილი გარემოს განწყობის შეგრძნება, შეყვარება – მრავალ აღმოჩენასთან, საიდუმლოსთან და ისტორიასთან კვლავდაკვლავ მიახლოების გზა და საშუალება მოისპო… თუმცა ეს პერსპექტივი არა მხოლოდ ჩვენ მოგვაკლდა, აკი ასე ენანება სვანეთი და მესტია იტალიელ არქიტექტორს სილვიო კალვის, რაც პატივისცემით გვახრევინებს თავს მის წინაშე ქართული ხასიათის და მისი ნიუანსების ღრმა განცდისა და სიძველეთა ქომაგობის გამო.

მათ კი, ვინც ვერ მოასწრო იმ დაკარგულ ქართულ ღირსშესანიშნაობათა შეყვარება, რას მოუტანს რეაბილიტირებული ახალციხის რაბათის გაცნობა? რა შედეგი ექნება მათ შეცდომაში შეყვანას და ნაღდის ნაცვლად შემოთავაზებული ამ ყალბი, მოგონილი, ახლადაშენებული ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობისა და ისტორიის გათავისებას?!

2012. ეკლესია რესტავრაციის შემდეგ
2012. ეკლესია რესტავრაციის შემდეგ
2012. მეჩეთი, ინტერიერი
2012. მეჩეთი, ინტერიერი
2012. მუზეუმის ახალი შენობა
2012. მუზეუმის ახალი შენობა
რეაბილიტაციის პროცესში აგებული ახალი ნაგებობები:
14 15a 16 18 19 20 21 22 23 24
Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s