ჩვენ შესახებ

პროექტი “რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის”

პროექტი ხორციელდება ევრო კომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მემკვიდრეობის მართვის გარემო და რეგიონალური თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მემკვიდრეობის სექტორის მმართველობის დახვეწას. აგრეთვე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მიაღწიოს კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიან დაცვას და მის ინტეგრაციას ეკონომიკური განვითარების სფეროში.

პროექტის ოთხი ძირითადი მიმართულებაა:
• მემკვიდრეობის ეროვნული კონცეფციის დამუშავება;
• კულტურული მემკვიდრეობის სფეროს ინტერესთა ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლება მდგრადი ეკონომიკური განვითარების სფეროში მემკვიდრეობის როლის გაზრდის მიზნით;
• რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება როგორც აღოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ასევე რეგიონსა და ევრო კავშირის ქვეყნებს შორის;
• დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის მხარდაჭერა.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. იგი ხორციელდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში.

პროექტი გულისხმობს რეგიონულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანასთან და ხორციელდება საქართველოში, უკრაინასა და სომხეთში. პროექტის პარტნიორები არიან ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო), კომპანია „არქიტექტურა და პრესტიჟი“ (უკრაინა), ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების სომხეთის ეროვნული კომიტეტი (ICOMOS სომხეთი), ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი. პროექტის ასოცირებული პარტნიორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი – (CENN); ერებუნის ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი (სომხეთი) და უკრაინის ძეგლთა დაცვისა და კვლევის ინსტიტუტი. პროექტის მხარდამჭერია პოლონეთის საელჩო საქართველოში და ბრიტანეთის საბჭო.

დატოვე კომენტარი